logo
ENG



„სააკაშვილის სიაზე“ მუშაობა უახლოეს დღეებში დასრულდება|„ფორმულამ“დეტალები გაარკვია

13 იან 202313:51
3 წუთის საკითხავი
 

მაგნიტსკის აქტის პრინციპით,  სიის შედგენაზე ამერიკასა და დიდ ბრიტანეთში მუშაობენ. ამის შესახებ ცოტა ხნის წინ შალვა ხაჭაპურიძემ განაცხადა. საერთაშორისო ჯგუფს ამერიკელი იურისტი, სააკაშვილის ადვოკატი მასიმო დი ანჯელო ხელმძღვანელობს. მესამე პრეზიდენტის ინტერესების დამცველებმა უნდა დაადასტურონ - როგორ და რა მუხლები დაარღვიეს კონკრეტულმა პირებმა, იმისთვის რომ ის გაიზიარონ ქვეყნებმა და მათ შეზღუდვები დაუწესონ ვიზებსა და ანგარიშებზე. სახელები და გვარები, ვისაც მესამე პრეზიდენტის მხარე დასანქცირებისთვის სიაში შეიყვანს ჯერ ოფიციალურად არ გასაჯაროვებულა, თუმცა დეტალები ფორმულამ უკვე გაარკვია. 


close დახურვა